მარიამ ჯაში - მისასალმებელია, რომ „ევროპული საქართველო“ პროცესს შემოუერთდა, თუმცა მათი მონაწილეობის გარეშეც საკმარისი ხმები იყო
მარიამ ჯაში - მისასალმებელია, რომ „ევროპული საქართველო“ პროცესს შემოუერთდა, თუმცა მათი მონაწილეობის გარეშეც საკმარისი ხმები იყო

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ულტიმატუმების ენით საუბარი არ არის იმ პროცესის შესაბამისი, რაც საერთო კონსესუსითა და დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩართულობით წარიმართა.

როგორც ჯაშმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, გუშინდელმა კენჭისყრამ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს 116 ხმა გარანტირებული ჰქონდა.

„მისასალმებელია, რომ „ევროპული საქართველო“ პროცესს ბოლო მომენტში შემოუერთდა, მაგრამ მათი მონაწილეობის გარეშე იყო საკმარისი ხმები. რთულია, გააკრიტიკო პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ თანაგუნდელს მხარს უჭერს და მის გათავისუფლებას ითხოვს, მაგრამ ფართო კონსესუსით მიღებული შეთანხმების ბოლომდე მიყვანა თითოეული პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა. ამდენად, ულტიმატუმების ენით საუბარი იმ პროცესის შესაბამისი არ არის, რაც საერთო კონსესუსითა და დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით წარიმართა. მნიშვნელოვანია, რომ მეორე და მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე განხორციელდეს“, – განაცხადა ჯაშმა.

136 ხმით პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. 

დატოვე კომენტარი