მარიამ ჯაში - მე-11 კლასში გამოსაშვები გამოცდები რადგან გაუქმდა, სამართლიანია, იგივე გადაწყვეტილება მიეღოთ მე-12 კლასელებთან დაკავშირებით
მარიამ ჯაში - მე-11 კლასში გამოსაშვები გამოცდები რადგან გაუქმდა, სამართლიანია, იგივე გადაწყვეტილება მიეღოთ მე-12 კლასელებთან დაკავშირებით

ჩემი თავდაპირველი პოზიცია იყო საატესტატო სისტემის მოდიფიცირება და არა გაუქმება, მაგრამ რადგან მე-11 კლასში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა, სამართლიანია, იგივე გადაწყვეტილება მიეღოთ მე-12 კლასელებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მარიამ ჯაშმა განაცხადა.

„მსურს, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რომ მე-12 კლასის მოსწავლეებთან მიმართებით სამართლიანი პოზიცია გაითვალისწინეს. ჩემი თავდაპირველი პოზიცია გახლდათ არსებული საატესტატო სისტემის მოდიფიცირება და არა გაუქმება, მაგრამ რადგან მე-11 კლასში საატესტატო გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს, ვფიქრობ, სამართლიანი იყო, აღნიშნული ნორმა მე-12 კლასზეც გავრცელებულიყო.

დღეიდან ძალიან ინტენსიურ რეჟიმში უნდა გადავიდეს ტექნიკური მუშაობა, როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება სამართლებლივ რეგულაციებში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების შესახებ დღეს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.