მარიამ ჯაში - ბათუმის ტრაგედიაზე გაჩენილ კითხვებს პასუხი სასტუმროს მფლობელებმა და ზედამხედველობის სამსახურებებმა უნდა გასცენ
მარიამ ჯაში - ბათუმის ტრაგედიაზე გაჩენილ კითხვებს პასუხი სასტუმროს მფლობელებმა და ზედამხედველობის სამსახურებებმა უნდა გასცენ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მარიამ ჯაში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს. მისი თქმით, გაჩენილ კითხვებზე პასუხი კერძო სექტორისა და ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან პასუხები უნდა გაეცეს.

,,ნებისმიერი ოჯახი დღეს არის შეძრული ამ ტრაგედიით, რაც ბათუმში მოხდა. ყველანი ვაკვირდებოდით მოვლენების მიმდინარეობას. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინვე გააკეთა განცხადება,  უსაფრთხოების ზომების არაადეკვატურ შესაბამისობასთან დაკავშირებით. შს მინისტრის განცხადებით, სწორედ სახანძრო კიბე არ იყო დამონტაჟებული, რამაც ბუნებრივია, რადიკალურად განსხვავებული სურათი მოგვცა რისკების მართვის თვალსაზრისით. მისივე განცხადებით, გამოძიება იქნება უმკაცრესი. ამ შემთხვევაში, როგორც მე ვფიქრობ, ქნება უშუალო საუბარი როგორც კერძო სექორის, მფლობელთა მხრიდან დარღვევების შეფასებაზე, ასევე შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურების კუთხით”, -აღნიშნა ჯაშმა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდშიხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.