მარიამ ჯაში „აზდაკის ბაღის“ თეატრისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას მიზანშეწონილად მიიჩნევს
მარიამ ჯაში „აზდაკის ბაღის“ თეატრისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას მიზანშეწონილად მიიჩნევს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, კომიტეტის სხდომაზე ინკლუზიური კულტურისა და თეატრების ხელშეწყობისა და დაფინანსების აუცილებლობაზე ისაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ამ მიმართულების დაფინანსებისთვის ნახევარი მილიონი ლარის გათვალისწინება მოითხოვა.

„განსაკუთრებით გთხოვთ, გარკვეული რესურსების გათვალისწინებას ინკლუზიური კულტურისა და ინკლუზიური თეატრების მიმართულებით. ჩვენ გვყავს არაერთი არაჩვეულებრივი მაგალითი ინკლუზიური თეატრის, განსაკუთრებით მინდა, გამოვყო „აზდაკის ბაღის“ თეატრი, რომელიც თავისი შინაარსით და მეთოდოლოგიით არის აბსოლუტურად უნიკალური. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ, მუნიციპალურ დონეზე უნდა შეუწყოს ხელი ამ უნიკალურ დასს, რომ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვა თეატრალური დასის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ესეც არის საკითხი, რომელსაც ჩვენ აუცილებად გადავიტანთ სამუშაო ფორმატში. გთხოვთ, გარკვეული რესურსების, სულ მცირე ნახევარი მილიონის გათვალისწინება მოხდეს ინკლუზიური თეატრის მიმართულებით, რომელიც თავის თავში მოიცავს „აზდაკის თეატრის“ შესაძლო მხარდაჭერას”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.