მარიამ გულბიანის ფილმმა ეგვიპტეში, ქალი რეჟისორების საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა
მარიამ გულბიანის ფილმმა ეგვიპტეში, ქალი რეჟისორების საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა

მარიამ გულბიანის დოკუმენტურმა ფილმმა „სანამ მამა დაბრუნდება” ეგვიპტეში ასვანის საერთაშორისო ფესტივალზე ქალი რეჟისორებისთვის, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

„სანამ მამა დაბრუნდება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე შედგა.

მოგვიანებით კი, ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენეს.

რამდენიმე დღის წინ ფილმის ჩვენებები გაიმართა პრაღასა და კოპენჰაგენში.

„სანამ მამა დაბრუნდება” ორი მოზარდი გოგონას მეგობრობის ისტორიას მოგვითხრობს. მოვლენები პანკისის ხეობაში ვითარდება.

დატოვე კომენტარი