მარიამ ბოლქვაძე ნახევარფინალშია #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძე ნახევარფინალშია #1TVSPORT

ყაზახეთში, ნურლ-სულთანის საერთაშორისო ტურნირზე მარიამ ბოლქვაძე 1/4 ფინალში ბელარუს შალიმარ ტალბის დაუპირისპირდა.

შეხვედრა 23 წლის ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა და მარიამი მეტოქეს 6:1, 2:0-ს უგებდა, როცა ბელარუსმა სპორტსმენმა ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა.

ყაზახეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში ბოლქვაძის მეტოქე ასევე ბელარუსი იულია ჰატოუკა იქნება, რომელმაც თანამემამულე ანა კუბარევა ანგარიშით 6:3, 6:4 დაამარცხა.