მარიამ ბერძენიშვილი - დარწმუნებული ვართ, რომ არასდროს არავის გასვლია და არც მომავალში გაუვა მედიაზე ძალადობა
მარიამ ბერძენიშვილი - დარწმუნებული ვართ, რომ არასდროს არავის გასვლია და არც მომავალში გაუვა მედიაზე ძალადობა

დარწმუნებული ვართ, რომ არასდროს არავის გასვლია და არც მომავალში გაუვა მედიაზე ძალადობა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.

მარიამ ბერძენიშვილმა გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„დარწმუნებული ვართ, რომ არასდროს არავის გასვლია და არც მომავალში გაუვა მედიაზე ძალადობა. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს. სამწუხაროდ, ჩვენს რიგებს გამოაკლდა ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი და იმედია, ეს იქნება ბოლო შემთხვევა და აღარასოდეს აღარავის აღარ ექნება უფლება, მედიაზე და არა მხოლოდ მედიაზე, მათ შორის ნებისმიერ მოქალაქეზე იძალადოს“, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.