მარია ზახაროვასა და ინალ არძინბას შორის ონლაინშეხვედრა გაიმართა
მარია ზახაროვასა და ინალ არძინბას შორის ონლაინშეხვედრა გაიმართა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას შორის ონლაინშეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ინალ არძინბამ განაცხადა, „მრავალი წლის განმავლობაში, საქართველო და კოლექტიური დასავლეთი აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საბოტაჟს აწარმოებდნენ“ და აღნიშნა, რომ „ეს საბოტაჟი აბსოლუტურად მიუღებელია“.

სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლის განცხადებით, აფხაზეთის მთავარი მიზანია ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, საქართველოს მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება, თუმცა რა მიზანი აქვს საქართველოს ჟენევის დისკუსიებზე, უცნობია.

ამასთან, ონლაინშეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა მარია ზახაროვამაც.​ ჟენევის დისკუსიების შეჩერებაზე საუბრისას ზახაროვამ განაცხადა, რომ „დიალოგის გაუქმება თემაზე, რომელიც არ ეხება მიმდინარე კრიზისის არსს, არის მცდელობა, თითქოს პრობლემა არ არსებობს“.