მარია ზახაროვას განცხადებით, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე რუსული დელეგაციის შემადგენლობა უცვლელი დარჩება

22:46, 29.05.2025
MOSCOW, RUSSIA - MARCH 29, 2022: Russian Foreign Ministry Spokeswoman Maria Zakharova during a press briefing on Russia's current foreign policy. Russian Foreign Ministry/TASS

Ðîññèÿ. Ìîñêâà. Îôèöèàëüíûé ïðåäñòàâèòåëü ÌÈÄ Ðîññèè Ìàðèÿ Çàõàðîâà âî âðåìÿ áðèôèíãà ïî òåêóùèì âîïðîñàì âíåøíåé ïîëèòèêè. Ïðåññ-ñëóæáà ÌÈÄ ÐÔ/ÒÀÑÑ

MOSCOW, RUSSIA - MARCH 29, 2022: Russian Foreign Ministry Spokeswoman Maria Zakharova during a press briefing on Russia's current foreign policy. Russian Foreign Ministry/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Îôèöèàëüíûé ïðåäñòàâèòåëü ÌÈÄ Ðîññèè Ìàðèÿ Çàõàðîâà âî âðåìÿ áðèôèíãà ïî òåêóùèì âîïðîñàì âíåøíåé ïîëèòèêè. Ïðåññ-ñëóæáà ÌÈÄ ÐÔ/ÒÀÑÑ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე რუსული დელეგაციის შემადგენლობა უცვლელი დარჩება.

„რუსული დელეგაცია იგივე იქნება“, – განაცხადა ზახაროვამ რუსულ მედიასთან საუბრისას.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მემორანდუმი 2 ივნისს სტამბოლში წარუდგინოს.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს სტამბოლში გაიმართა და ტყვეთა გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. მაშინ რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.

მსგავსი