მარია ზახაროვა - ყველამ დაინახა, რომ 2019 წელს საქართველოში ხალხი მზად არის, მოკლას არა მტერი, არამედ ერთმანეთი
მარია ზახაროვა - ყველამ დაინახა, რომ 2019 წელს საქართველოში ხალხი მზად არის, მოკლას არა მტერი, არამედ ერთმანეთი

ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვნელებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მარია ზახაროვა ეხმაურება. აღნიშნულ საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდზე დაწერა.

„საქართველოსთვის მორიგი პოლიტიკური კოლაფსის ტრაგიკულ მომენტში ერთადერთი, რაც თქვენგან  მოითხოვებოდა, იყო ის, რომ გამოსულიყავით და გეთქვათ, რომ საქართველოს ქალაქებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფდით, მაგრამ თქვენ ოკუპანტებთან დაკავშირებით ძველი სიმღერის შესრულება დაიწყეთ“, – წერს მარია ზახაროვამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავება ურჩია და ვლადიმერ პუტინის ბრძანება მოიყვანა მაგალითად. როგორც ზახაროვა წერს, საქართველოში ხალხი მზად არის, მოკლას არა მტერი, არამედ ერთმანეთი.

„უეცრად ყველამ დაინახა, რომ 2019 წელს საქართველოში, მის შუაგულში ხალხი მზად არის, მოკლას არა მტერი, არამედ ერთმანეთი, რადგან ემოციების შეკავება არ შეუძლიათ და კანონი მათთვის არ არსებობს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, სოციალური ქსელის საშუალებით.

მარია ზახაროვას განმარტებით, ქართველმა პოლიტიკოსებმა ფორუმის ჩატარება თავად გადაწყვიტეს, შემდეგ თავადვე შეეშინდათ ამის და ერთმანეთს ესროლეს. ისევე როგორც 30 წლის წინ, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და კანონი არსებობის გახსენებაზე თავი არ შეიწუხეს. შემდეგ დღეს კი მთელი ქვეყანა ბანერებმა „რუსეთი დამნაშავეა“ მოიცვა.

როგორც მარია ზახაროვამ სოციალური ქსელის საშუალებით განმარტა, დღეს უკვე ათმა ადამიანმა უთხრა, რომ საქართველოში ისვენებდა და ფულს ხარჯავდა. ამ ბანერების შემდეგ კი საქართველოს აღარ ესტუმრება.