მარია ზახაროვა - ვიდრე საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ ჩავა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იქნება
მარია ზახაროვა - ვიდრე საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ ჩავა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იქნება

დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოსალოდნელ შეხვედრაზე თბილისში, პროვოკატორების მიერ მათი ვიწრო ინტერესებით გამოიყენება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა.

„სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ჩასვლით ან არჩასვლით. ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ეს ნიშნავს, რომ მუშაობენ პროვოკატორები, რომლებიც ამ მომენტით, ამ შესაძლებლობით, პოტენციური თუ განუხორციელებლით, წყვეტენ მხოლოდ თავის ვიწრო, ანგარებიან ინტერესებს“,- განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს აღიქვამს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესებით.

„ვიდრე შიდაპოლიტიკური, შიდა ვითარება საქართველოში დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ ჩავა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იქნება და იმის მიხედვით, თუ ვინ ჩამოდის შენთან, ხელისუფლებები არ უნდა მიდიოდნენ, მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ“,- განაცხადა ზახაროვამ.