მარია ზახაროვა - ვაშინგტონის მიერ წაქეზებული კიევი ოცნებობს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე, სურს ომის გაჩაღება კავკასიასა და დნესტრისპირეთში
მარია ზახაროვა - ვაშინგტონის მიერ წაქეზებული კიევი ოცნებობს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე, სურს ომის გაჩაღება კავკასიასა და დნესტრისპირეთში

ვაშინგტონის მიერ წაქეზებული კიევი ოცნებობს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე და სურს ომის გაჩაღება კავკასიასა და დნესტრისპირეთში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, აშშ-ში გარკვეული ძალების თვალსაზრისით, მსოფლიო უნდა დაიწვას.

„კიევი კვლავ ოცნებობს რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ამბობენ, მეორე ფრონტის გახსნაზე. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა, ზელენსკის შემდეგ, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოუწოდა საქართველოს მსგავსი სამხედრო მოქმედებების დაწყებისკენ, მსგავსი მოწოდებით მიმართა მოლდოვის ხელისუფლებას. ვინ დგას მათ უკან? რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები. იმიტომ, რომ მათი გადმოსახედიდან, აშშ-ში გარკვეული ძალების თვალსაზრისით, მსოფლიო უნდა დაიწვას“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.