მარია ზახაროვა - სომეხმა ხალხმა თავად უნდა გადალახოს პოლიტიკური კრიზისი
მარია ზახაროვა - სომეხმა ხალხმა თავად უნდა გადალახოს პოლიტიკური კრიზისი

სომეხმა ხალხმა თავად უნდა გადალახოს პოლიტიკური კრიზისი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.

მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში უნდა შედგეს კონსენსუსი კანონის საფუძველზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას და რა კურსს აირჩევს.

„საერთაშორისო კონტაქტები ჩვეულებრივი პრაქტიკაა და არავითარი კანონდარღვევა აქ არ არის. იმედია, რომ სომეხი ერი სიბრძნეს გამოიჩენს“, – აღნიშნა ზახაროვამ.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზეც.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ აღნიშული მიმართულებით მოსკოვი ერევანთან თავის ვალდებულებას ასრულებს, სომხეთთან კონტაქტი შენარჩუნებულია და არ გაწყვეტილა.

ზახაროვას განცხადებით, ორივე ქვეყნის დიპლომატებმა უნდა იფიქრონ, თუ როგორ ააშენონ ერთობლივი მომავალი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი კი პოლიტიკური დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს.

შეგახსენებთ, რომ ერევანში მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება.