მარია ზახაროვა - სირიის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარა გაერო-ს წესდების უხეში დარღვევაა
მარია ზახაროვა - სირიის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარა გაერო-ს წესდების უხეში დარღვევაა

სირიის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარები გაერო-ს წესდების უხეში დარღვევაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოსკოვში ბრიფინგზე განაცხადა.

„გაერო-ს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარა ამავე ორგანიზაციის წესდების უხეში დარღვევაა“, – აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, სირიაში ექსტრემისტული დაჯგუფებები მშვიდობიანი პროცესის ჩაშლას გეგმავენ და მზად არიან უკიდურეს ზომებს მიმართონ.

„აღმოსავლეთ ღუტაში სიტუაციის დარეგულირების მოლაპარაკებებში წარმატებების ფონზე, რამაც ათასობით რიგითი სირიელის სიცოცხლე გადაარჩინა, მაქსიმალურად გააქტიურდნენ ექსტრემისტები. აშკარაა, რომ ისინი არ არიან დაინტერესებულები სიტუაციის ასე გადაწყვეტაში, ასევე გააქტიურდნენ მათი სპონსორები, რომლებიც მზად არიან, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ყველაზე რადიკალური მოქმედებებისთვის სირიაში საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. ამას სირიელი ხალხის ნამდვილ ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს“ – განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, დასავლური ქვეყნები ქალაქ დუმაში მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას სირიის ხელისუფლებას და მის მოკავშირეებს აკისრებენ და შესაძლო სამხედრო მოქმედებებს განიხილავენ.