მარია ზახაროვა - შავ ზღვაში ნატო-ს ძალების გაძლიერება ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას, რუსეთი იძულებულია, ამაზე შესაბამისი ფორმით რეაგირება ჰქონდეს
მარია ზახაროვა - შავ ზღვაში ნატო-ს ძალების გაძლიერება ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას, რუსეთი იძულებულია, ამაზე შესაბამისი ფორმით რეაგირება ჰქონდეს

შავ ზღვაში ნატო-ს ძალების გაძლიერება ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას, რუსეთი იძულებულია, ამაზე შესაბამისი ფორმით რეაგირება იქონიოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი შავი ზღვის აკვატორიაში საქმიანობის არეალს აფართოებს და იზიდავს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო. ზახაროვას განცხადებით, ნატო წვრთნების საშუალებით აქეზებს ამ ქვეყნებს რუსეთთან დასაპირისპირებლად.

„იზრდება ნატო-ს ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ხომალდების შემოსვლების რაოდენობა შავი ზღვის მოკავშირეთა და პარტნიორთა პორტებში, სადაზვერვო თვითმფრინავების ფრენები, რუსეთის საზღვრის გასწვრივ უპილოტო საფრენი აპარატები. მოდერნიზაციას განიცდის ბულგარეთისა და რუმინეთის ინფრასტრუქტურა და მათ ტერიტორიაზე ხდება შეტევითი შეიარაღების განთავსება. სწავლების დროს მუშავდება სცენარები, რომლებიც ითვალისწინებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენებით, რომელსაც შეუძლია ბირთვული ქობინების გადატანა“, – აცხადებს ზახაროვა.

მისივე თქმით, ნატო-ს ასეთი აქტივობა რუსეთის მხრიდან სერიოზული შეშფოთების მიზეზი ხდება.

დატოვე კომენტარი