მარია ზახაროვა - შავ ზღვაში ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის მოქმედებას რუსეთი უხეში პროვოკაციის კვალიფიკაციას აძლევს
მარია ზახაროვა - შავ ზღვაში ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის მოქმედებას რუსეთი უხეში პროვოკაციის კვალიფიკაციას აძლევს

შავ ზღვაში ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის მოქმედებას რუსეთი უხეში პროვოკაციის კვალიფიკაციას აძლევს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის გემის პროვოკაცია საერთაშორისო სამართალს არღვევს. ცნობილი ხდება, რომ შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ბრიტანეთის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

მანამდე რუსეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის სამხედრო ხომალდმა, „დეფენდერმა“ რუსეთის საზღვარი დაარღვია და სამი კილომეტრის სიღრმეში შევიდა. საპასუხოდ რუსულმა საპატრულო ხომალდმა ბრიტანეთის ხომალდის მისამართით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მცირე ხნის შემდეგ კი რუსულმა „სუ 24ემ“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა ხომალდის მოძრაობის მიმართულებით ოთხი ბომბი ჩამოაგდო.

არსებული ინფორმაციით, ბრიტანეთის სამხედრო ხომალდი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ზონაში იმყოფებოდა. ბრიტანეთის მთავრობა სროლის ფაქტს უარყოფს.

დატოვე კომენტარი