მარია ზახაროვა – საკუთარ მოქალაქეებს ვთხოვთ, საზღვარგარეთ მოგზაურობის დაგეგმვამდე, ყოველგვარი პოზიტიური და ნეგატიური მხარე შეაფასონ

13:12, 21.05.2021

რიგი საკურორტო ქვეყნების მხრიდან საზღვრების გახსნისა და შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, კორონავირუსით ინფიცირების საფრთხე კვლავ მაღალია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვამ მოქალაქეებს მოუწოდა, მოგზაურობის დაგეგმვამდე დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასონ.

„ნაკლებად პოზიტიური ეპიდემიოლოგიური დინამიკის მიუხედავად, რიგი საკურორტო ქვეყნები დაწესებულ შეზღუდვებს საზაფხულო სეზონისთვის აუქმებენ. სახელმწიფოები საკუთარი ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად საზღვრებს ხსნიან. საკუთარ მოქალაქეებს ვთხოვთ, საზღვარგარეთ მოგზაურობის დაგეგმვამდე, ყოველგვარი პოზიტიური და ნეგატიური მხარე შეაფასონ, რადგან ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზახაროვამ.

მსგავსი