მარია ზახაროვა – რუსეთსა და აშშ-ს შორის საკმაოდ ინტენსიური კონტაქტები მიმდინარეობს

12:04, 11.03.2025
MOSCOW, RUSSIA - MARCH 29, 2022: Russian Foreign Ministry Spokeswoman Maria Zakharova during a press briefing on Russia's current foreign policy. Russian Foreign Ministry/TASS

Ðîññèÿ. Ìîñêâà. Îôèöèàëüíûé ïðåäñòàâèòåëü ÌÈÄ Ðîññèè Ìàðèÿ Çàõàðîâà âî âðåìÿ áðèôèíãà ïî òåêóùèì âîïðîñàì âíåøíåé ïîëèòèêè. Ïðåññ-ñëóæáà ÌÈÄ ÐÔ/ÒÀÑÑ

MOSCOW, RUSSIA - MARCH 29, 2022: Russian Foreign Ministry Spokeswoman Maria Zakharova during a press briefing on Russia's current foreign policy. Russian Foreign Ministry/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Îôèöèàëüíûé ïðåäñòàâèòåëü ÌÈÄ Ðîññèè Ìàðèÿ Çàõàðîâà âî âðåìÿ áðèôèíãà ïî òåêóùèì âîïðîñàì âíåøíåé ïîëèòèêè. Ïðåññ-ñëóæáà ÌÈÄ ÐÔ/ÒÀÑÑ

რუსეთსა და აშშ-ს შორის საკმაოდ ინტენსიური კონტაქტები მიმდინარეობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შესაძლო ვიზიტის თაობაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„აშშ-თან ორმხრივი კონტაქტები ამჟამინდელ მონაკვეთში საკმაოდ ინტენსიურია. მათი დონე და ფორმატები ხშირად თანხმდება სამუშაო რეჟიმში საკმაოდ ოპერატიულად“, – თქვა მარია ზახაროვამ.

მანამდე სააგენტო Bloomberg-მა და გამოცემა Axios-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.

სტივ უიტკოფი რუსეთში თებერვლის დასაწყისში უკვე იმყოფებოდა, რის შემდეგაც რუსეთმა და აშშ-მა პატიმრები გაცვალეს.

მსგავსი