მარია ზახაროვა - რუსეთმა უკვე დაკარგა ნდობა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ
მარია ზახაროვა - რუსეთმა უკვე დაკარგა ნდობა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ

რუსეთმა უკვე დაკარგა ნდობა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ, – ამის შესახებ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ტელეკომპანია „რასია 24-თან“ ინტერვიუში განაცხადა.

„აქ უკვე აღარ არის საუბარი, რომ „ენდო, მაგრამ გადაამოწმო“.  აქ უფრო საუბარია გადამოწმებაზე, რადგან ნდობა ამ ხალხისადმი უკვე დიდი ხანია, არ არის. იმ ადამიანის ოფისის მხრიდან, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის პრეზიდენტს უწოდებს და, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილებები აქვს, გაჟღერდა თხოვნა მოლაპარაკებების წარმოების შესახებ. რუსეთმა ამ თხოვნაზე უარი არ თქვა. შემდეგ დაიწყო, როგორც ყოველთვის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ცირკი კიევის რეჟიმის მხრიდან – ხან ჩადიან, ხან არ ჩადიან, ხან მონაწილეობენ, ხან არ მონაწილეობენ. იყვნენ თუ არა ამისთვის მზად მოსკოვში? რა თქმა უნდა“, – განაცხადა ზახაროვამ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესის კომენტირებისას.

რუსეთს საგარეო უწყების წარმომადგენლის მტკიცებით, ასეთივე მიდგომა ჰქონდა კიევს მოლაპარაკებების მიმართ ბოლო წლების განმავლობაშიც. „კლასიკური სქემა, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ რეჟიმი არ არის დამოუკიდებელი, არამედ მართულია, და მეორე – მოლაპარაკებებს იყენებენ, როგორც ყურადღების გადამტან მანევრს“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.