მარია ზახაროვა – რუსეთმა სირიაში, ხმეიმის სამხედრო ბაზაზე ცხრა ათასამდე ადამიანი შეიფარა

18:15, 13.03.2025
MOSCOW, RUSSIA - MARCH 29, 2022: Russian Foreign Ministry Spokeswoman Maria Zakharova during a press briefing on Russia's current foreign policy. Russian Foreign Ministry/TASS

Ðîññèÿ. Ìîñêâà. Îôèöèàëüíûé ïðåäñòàâèòåëü ÌÈÄ Ðîññèè Ìàðèÿ Çàõàðîâà âî âðåìÿ áðèôèíãà ïî òåêóùèì âîïðîñàì âíåøíåé ïîëèòèêè. Ïðåññ-ñëóæáà ÌÈÄ ÐÔ/ÒÀÑÑ

MOSCOW, RUSSIA - MARCH 29, 2022: Russian Foreign Ministry Spokeswoman Maria Zakharova during a press briefing on Russia's current foreign policy. Russian Foreign Ministry/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Îôèöèàëüíûé ïðåäñòàâèòåëü ÌÈÄ Ðîññèè Ìàðèÿ Çàõàðîâà âî âðåìÿ áðèôèíãà ïî òåêóùèì âîïðîñàì âíåøíåé ïîëèòèêè. Ïðåññ-ñëóæáà ÌÈÄ ÐÔ/ÒÀÑÑ

რუსეთმა სირიაში, ხმეიმის სამხედრო ბაზაზე ცხრა ათასამდე ადამიანი შეიფარა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა სირიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.

„ხმეიმის რუსულმა ავიაბაზამ გაუღო კარი ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც განადგურებისგან ხსნას ეძებდნენ. ისინი ხსნას ეძებდნენ და ესმოდათ, რომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენმა სამხედროებმა შეიფარეს რვა ათასზე მეტი სირიელი, ეს გუშინდელი დღის სტატისტიკაა, შესაძლოა, ცხრა ათასამდე სირიელი. საუბარია ძირითადად ქალებსა და ბავშვებზე. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო პასუხი კითხვაზე სირიელების ბედში ჩვენს რეალურ წვლილზე“, – თქვა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთი შოკირებულია სირიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებით.

„მსხვერპლი გახდა უდანაშაულო მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობა. ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია. ის არ შეიძლება, რამით იყოს გამართლებული. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სირიაში მოვლენების განვითარებით და მტკიცედ ვგმობთ მასობრივ ანგარიშსწორებას“, – თქვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

„სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი“ ასევე იტყობინება, რომ ხმეიმიში მდებარე რუსულ ავიაბაზას ათასობით ალავიტმა შეაფარა თავი. ორგანიზაციის ცნობით, 6 მარტს სირიის ახალი ხელისუფლების მიერ დაწყებული ოპერაციის შემდეგ 1300-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს, რომელთა უმეტესობა ალავიტია. ალავიტების სექტა, რომელსაც სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ასადი წარმოადგენს, შიიტური ისლამის განშტოებაა და სირიის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.

„სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის“ ცნობით, ძალადობას გამოქცეულმა მოსახლეობის ნაწილმა – რუსულ ავიაბაზას, ზოგმა კი მთებს შეაფარა თავი.

მსგავსი