მარია ზახაროვა - რუსეთის აქტივებთან დაკავშირებით ნებისმიერი მართლსაწინააღმდგო ქმედება არ დარჩება მკაცრი რეაქციის გარეშე, მზადდება საპასუხო ზომები
მარია ზახაროვა - რუსეთის აქტივებთან დაკავშირებით ნებისმიერი მართლსაწინააღმდგო ქმედება არ დარჩება მკაცრი რეაქციის გარეშე, მზადდება საპასუხო ზომები

რუსეთი ამზადებს საპასუხო ზომებს იმ შემთხვევისთვის, თუ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს აქტივებს ჩამოართმევენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენს აქტივებთან დაკავშირებით ნებისმიერი მართლსაწინააღმდგო ქმედებები არ დარჩება ყველაზე მკაცრი რეაქციის გარეშე. უკვე მიმდინარეობს საპასუხო ზომების პაკეტის მომზადება რუსეთის ფედერაციის აქტივების ქურდობის, ჩამორთმევის შემთხვევისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

3 დეკემბერს ევროკომისიამ წარადგინა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების გამოყენებით უკრაინის დახმარების გეგმა 2026-2027 წლების ფინანსური საჭიროებების დასაფარად. ევროკომისიის ინიციატივა ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს.