მარია ზახაროვა – რუსეთი მხოლოდ უკრაინის სამხედრო ობიექტებს ურტყამს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება კიევის მიერ თავდაცვის სისტემების გამოყენების შედეგია
MOSCOW, RUSSIA - MARCH 29, 2022: Russian Foreign Ministry Spokeswoman Maria Zakharova during a press briefing on Russia's current foreign policy. Russian Foreign Ministry/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Îôèöèàëüíûé ïðåäñòàâèòåëü ÌÈÄ Ðîññèè Ìàðèÿ Çàõàðîâà âî âðåìÿ áðèôèíãà ïî òåêóùèì âîïðîñàì âíåøíåé ïîëèòèêè. Ïðåññ-ñëóæáà ÌÈÄ ÐÔ/ÒÀÑÑ
რუსეთი მხოლოდ უკრაინის სამხედრო ობიექტებს ურტყამს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება კიევის მიერ თავდაცვის სისტემების გამოყენების შედეგია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ გვსურს, დავადასტუროთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებსა და დამხმარე ობიექტებს ურტყამს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება კიევის მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენების შედეგია“, – აღნიშნა ზახაროვამ.
ამ დროის მონაცემებით, კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.