მარია ზახაროვა – რუსეთი აშშ-ის გადაწყვეტილებას, სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის შემცირების შესახებ, მხოლოდ მიესალმება​

22:01, 20.08.2026

რუსეთი აშშ-ის გადაწყვეტილებას, სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის შემცირების შესახებ, მხოლოდ მიესალმება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ნაწილია და მან არაერთხელ გააფრთხილა შტატები, რომ ასეთი წვრთნები რეგიონული უსაფრთხოებას დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნიდა.

„ამიტომ, ნებისმიერი ზომა, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის პოტენციალის შემცირებას და უსაფრთხოების რისკების მინიმიზაციას, მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ ასევე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ნაწილი ვართ და არაერთხელ გავუსვით ხაზი, რომ აგრესიული სამხედრო წვრთნები, რომლებიც არ არის მიმართული საერთო საფრთხეების წინააღმდეგ გასამკლავებლად, არ აძლიერებენ რეგიონულ უსაფრთხოებას, პირიქით, ძირს უთხრიან მას“,- განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეამ და აშშ-მა 19 აგვისტოს განაცხადეს, რომ ყოველწლიურ სამხედრო წვრთნების ხანგრძლივობას 11 დღიდან ხუთ დღემდე შეამცირებენ. ეს გადაწყვეტილება ტრამპის ბრძანებას მოჰყვა, რომელიც ერთობლივ წვრთნებში აშშ-ის მონაწილეობის არსებით შემცირებას ითვალისწინებს.

მსგავსი