მარია ზახაროვა – ნატო რუსეთზე თავდასხმას თუ გადაწყვეტს, რუსეთი ყველა არსებული საშუალებით უპასუხებს
MOSCOW, RUSSIA - MARCH 29, 2022: Russian Foreign Ministry Spokeswoman Maria Zakharova during a press briefing on Russia's current foreign policy. Russian Foreign Ministry/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Îôèöèàëüíûé ïðåäñòàâèòåëü ÌÈÄ Ðîññèè Ìàðèÿ Çàõàðîâà âî âðåìÿ áðèôèíãà ïî òåêóùèì âîïðîñàì âíåøíåé ïîëèòèêè. Ïðåññ-ñëóæáà ÌÈÄ ÐÔ/ÒÀÑÑ
ნატო რუსეთზე თავდასხმას თუ გადაწყვეტს, რუსეთი ყველა არსებული საშუალებით უპასუხებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს ნატო-ს ქვეყნებზე თავდასხმის გეგმები, თუმცა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომები უკვე მიიღება რუსეთის საზღვრებთან ალიანსის მიერ თავისი კონტინგენტების გაზრდის ფონზე.
„ნატო-ს სტრატეგები ისეთ გიჟურ იდეას თუ განიხილავენ, როგორიცაა რუსეთზე თავდასხმა, მათ ეჭვი არ უნდა შეეპაროთ, რომ ყველა არსებული საშუალებით ვუპასუხებთ. მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, ამავე დროს ყოველთვის მშვიდობის, მეგობრობისა და თანასწორი თანამშრომლობის პრიორიტეტით ვხელმძღვანელობთ“, – განაცხადა ზახაროვამ.