მარია ზახაროვა - მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გვყავს ოპოზიციური ძალა, რომელსაც მივესალმებით ან არ მივესალმებით
მარია ზახაროვა - მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გვყავს ოპოზიციური ძალა, რომელსაც მივესალმებით ან არ მივესალმებით

მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გვყავს ოპოზიციური ძალა, რომელსაც მივესალმებით ან არ მივესალმებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ტელეხიდის დროს განაცხადა.

„ჩვენ არ ვდებთ ფსონებს, არ ვერევით შიდა საქმეებში. მზად ვართ, ურთიერთობა განვავითაროთ იმ ძალებთან, რომლებიც ამ ურთიერთობებით დაინტერესებულები არიან. ეს ნორმალური პრაქტიკაა. იმ ვითარებაში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ შეგვიწყვეტია, მაინც ვითვალისწინებთ რამდენი რამე გვაკავშირებდა და გვაკავშირებს საქართველოსთან.

რაც შეეხება დიალოგს, თუ რომელიმე პოლიტიკურ მოღვაწეს, საჯარო მოღვაწეს, რომელიმე პარტიის წარმომადგენელს უნდა დიალოგი, ჩვენ ამ დიალოგისთვის მზად ვართ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.