მარია ზახაროვა - მეიმ მიწვევა უკან წაიღო, ოღონდ ლავროვს ის არც მიუღია
მარია ზახაროვა - მეიმ მიწვევა უკან წაიღო, ოღონდ ლავროვს ის არც მიუღია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სერგეი ლავროვის ბრიტანეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ზახაროვას თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიტანეთის ეს მიწვევა არ მიუღია.

„ერთი პატარა შესწორება. მეიმ მიწვევა უკან წაიღო, ოღონდ ლავროვს ეს მიწვევა არც მიუღია“, – წერს ზახაროვა facebook-ში.

ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.