მარია ზახაროვა - იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმის განაჩენზე ბერლინში გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია
მარია ზახაროვა - იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმის განაჩენზე ბერლინში გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბერლინში მიღებულია გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ განაჩენთან დაკავშირებით, რომელსაც გერმანიის სასამართლო რუსეთის მოქალაქე სოკოლოვს გამოუტანს, რომლესაც ადანაშაულებენ შამილ ბასაევის თანამებრძოლისა და ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტების ერთ-ერთი მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელობაში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში ყალბი სახელით ცხოვრობდა, რაც გერმანიის სპეცსამსახურებისთვის ცნობილი იყო. გულუბრყვილობა იქნება, ამ საქმეში გერმანიის იუსტიციის დამოუკიდებლობის, ობიექტურობის იმედი გვქონდეს. მან ასეთ ადამიანს მანამდე ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. ამ დადგმულ პროცესში ყველა როლი წინასწარ განაწილებულია. ეწვგარეშეა, რომ დაწყებული სასამართლო მოსმენების შედეგად ხანგოშვილზე, ადამიანზე, რომელმაც თავისი დანაშაულებრივი კარიერის დროს არაერთი მოსისხლე მტერი გაიჩინა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის კრიმინალურ წრეებში, სასიკვდილო თავდასხმაზე ბრალი მიეწერება რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს“,- განაცხადა ზახაროვამ.

მარია ზახაროვა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებას პოლიტიკურს უწოდებს, რაზეც, მისი თქმით, მეტყველებს გასულ წელს გერმანიიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევება.

მისი თქმით, რუსეთის შესაბამისი ორგანოები გერმანელ სამართალდამცველებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან „ოფიციალური ბერლინის მხრიდან საქმის აგრესიული პოლიტიზაციის მიუხედავად“.

ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა. გერმანული მედიის ცნობით, მას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან აქვს კავშირი. გერმანიის ფედერალური პროკურატურა რუსეთის ხელისუფლებას ხანგოშვილის მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს.

წარმოშობით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. 2020 წლის ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში ოფიციალურად დაადანაშაულა.