მარია ზახაროვა – შეუძლებელია, ევროპელ პოლიტიკოსებს არ სცოდნოდათ უკრაინაში კორუფციის მასშტაბის შესახებ, ისინი თავად იყვნენ სქემის ნაწილი, ფული მათთან დაკავშირებულ ანგარიშებზე მიდიოდა
MOSCOW, RUSSIA - MARCH 29, 2022: Russian Foreign Ministry Spokeswoman Maria Zakharova during a press briefing on Russia's current foreign policy. Russian Foreign Ministry/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Îôèöèàëüíûé ïðåäñòàâèòåëü ÌÈÄ Ðîññèè Ìàðèÿ Çàõàðîâà âî âðåìÿ áðèôèíãà ïî òåêóùèì âîïðîñàì âíåøíåé ïîëèòèêè. Ïðåññ-ñëóæáà ÌÈÄ ÐÔ/ÒÀÑÑ
ევროპელ პოლიტიკოსებს არ შეეძლოთ, არ სცოდნოდათ უკრაინაში კორუფციის მასშტაბის შესახებ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, დასავლურმა მედიამ ევროპელ მოქალაქეებს არ მიაწოდა უკრაინიდან ამბები.
„ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირისთვის ვაქცინებს თუ SMS-ებით ყიდულობდა, ყოველგვარი დამოწმების მექანიზმების გავლის გარეშე, რას ფიქრობთ, ჰქონდა თუ არა მას რაიმე ილუზია უკრაინაში ან კიევის რეჟიმთან დაკავშირებით? ისინი ამ სქემებში იყვნენ ჩართულნი; მათ არ შეეძლოთ არ სცოდნოდათ, სად მიდიოდა ფული. მათ ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ, რადგან თავად იყვნენ ამ სქემის ნაწილი, ფული მათთან დაკავშირებულ ანგარიშებზე მიდიოდა“, – თქვა ზახაროვამ.
ცნობისთვის, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ სქემას იძიებენ, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ.
როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“. კორუფციული სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვეს უკრაინის იუსტიციის და ენერგეტიკის მინისტრებმა, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებენ.