მარია ზახაროვა - ევროკავშირი ჯიუტად ცდილობს, ჩაერიოს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში
მარია ზახაროვა - ევროკავშირი ჯიუტად ცდილობს, ჩაერიოს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში

ევროკავშირი ჯიუტად ცდილობს, ჩაერიოს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„დიახ, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ჯიუტ მცდელობებს, ჩაეკვეხოს უმაღლეს დონეზე მიღებული სამმხრივი შეთანხმების პროცესში. იმედი გვაქვს, ბრიუსელი დაეხმარება მათ რეალიზაციას, თუ მას ასე სურს და არ აწარმოებს გეოპოლიტიკურ თამაშებს, რაც ჩვენ არ გვსურს“, – განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, სომხური მედიის ინფორმაციით, გუშინ, 24 მაისს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების საკითხზე მომუშავე კომისიის წევრების ფორმატში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების შეხვედრა გაიმართა. მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე საორგანიზაციო და პროცედურული საკითხები განიხილეს. ამასთან, როგორც სომხური მედია იტყობინება, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების საკითხზე მომუშავე კომისიის მეორე შეხვედრა მოსკოვში, ხოლო მესამე ბრიუსელში გაიმართება.

დატოვე კომენტარი