მარია ზახაროვა - ერევანმა გადაწყვეტილებები ყარაბაღის საკითხზე ნატო-ს გავლენით მიიღო, განცხადებები, თითქოს მოსკოვი და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ არ დაეხმარნენ სომხეთს, სიცრუეა
მარია ზახაროვა - ერევანმა გადაწყვეტილებები ყარაბაღის საკითხზე ნატო-ს გავლენით მიიღო, განცხადებები, თითქოს მოსკოვი და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ არ დაეხმარნენ სომხეთს, სიცრუეა

ერევანმა გადაწყვეტილებები ყარაბაღის საკითხზე ნატო-ს გავლენით მიიღო და განცხადებები, თითქოს მოსკოვი და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ არ დაეხმარნენ სომხეთს, სიცრუეა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ყარაბაღის საკითხზე გადაწყვეტილება ოფიციალურმა ერევანმა დასავლეთთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო და რუსეთის დანაშაულის შესახებ სიცრუე ვრცელდება.

„დასავლეთის ქვეყნებმა ხელი შეუწყვეს სომხეთის მთიან ყარაბაღზე ოფიციალური უარის თქმის თემას. მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების უფლებები არანაირად არ იყო გაწერილი და გარანტირებული ნატო-ს კარნახით გაფორმებულ დოკუმენტებში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი გამწვავება დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად მისცემს ნებას ოფიციალური ერევანი ევროკავშირს, აშშ-სა და ბრიტანეთს, დესტრუქციული გავლენა მოახდინონ რეგიონში და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.