მარია ზახაროვა - დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის მიმართ ბოლო დროს გაკეთებული მკაცრი განცხადებები მოლაპარაკებების წარმოების ტაქტიკა, პოლიტიკური მანევრირებაა
მარია ზახაროვა - დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის მიმართ ბოლო დროს გაკეთებული მკაცრი განცხადებები მოლაპარაკებების წარმოების ტაქტიკა, პოლიტიკური მანევრირებაა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის მიმართ ბოლო დროს გაკეთებული მკაცრი განცხადებები მოლაპარაკებების წარმოების ტაქტიკაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ტაქტიკა, სტრატეგია, პოლიტიკური მანევრირება მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ.

ამასთან, მისი თქმით, ინფორმაცია, რომ ევროპამ მოსკოვი რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდების მზადყოფნის შესახებ გააფრთხილა, „რუსოფობიით გაჟღენთილი ფანტაზიაა“.

„მეჩვენება, რომ ეს განზრახ და მიზანმიმართულად კეთდება, რათა უფრო ხმაურიანი იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც ამ აგრესიულ რიტორიკას ამწვავებენ“, – განაცხადა ზახაროვამ.