მარია ზახაროვა – „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებებთან დაკავშირებით ვარშავის პოზიცია შესაძლოა, მომავალში თავად პოლონეთის სასიცოცხლო ინტერესებსა და უსაფრთხოებას ბუმერანგივით დაუბრუნდეს

21:44, 21.08.2026
MOSCOW, RUSSIA - MARCH 29, 2022: Russian Foreign Ministry Spokeswoman Maria Zakharova during a press briefing on Russia's current foreign policy. Russian Foreign Ministry/TASS

Ðîññèÿ. Ìîñêâà. Îôèöèàëüíûé ïðåäñòàâèòåëü ÌÈÄ Ðîññèè Ìàðèÿ Çàõàðîâà âî âðåìÿ áðèôèíãà ïî òåêóùèì âîïðîñàì âíåøíåé ïîëèòèêè. Ïðåññ-ñëóæáà ÌÈÄ ÐÔ/ÒÀÑÑ

MOSCOW, RUSSIA - MARCH 29, 2022: Russian Foreign Ministry Spokeswoman Maria Zakharova during a press briefing on Russia's current foreign policy. Russian Foreign Ministry/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Îôèöèàëüíûé ïðåäñòàâèòåëü ÌÈÄ Ðîññèè Ìàðèÿ Çàõàðîâà âî âðåìÿ áðèôèíãà ïî òåêóùèì âîïðîñàì âíåøíåé ïîëèòèêè. Ïðåññ-ñëóæáà ÌÈÄ ÐÔ/ÒÀÑÑ

პოზიცია, რომელიც ვარშავას დემონსტრაციულად აქვს „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებებთან დაკავშირებით, შესაძლოა, მომავალში თავად პოლონეთის სასიცოცხლო ინტერესებსა და უსაფრთხოებას დაუბრუნდეს ბუმერანგივით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებამ ცხადყო პოლონეთსა და გერმანიას შორის არსებული წინააღმდეგობები და კონკურენცია.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, ტუსკის სიტყვებში „საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის დარჩენილი ნაწილებისთვის საშიში, დესტრუქციული მუხტია ჩადებული“, რომელიც, მისივე განმარტებით, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის განადგურებული „კოლექტიური დასავლეთის“ გეოპოლიტიკური ნიჰილიზმის მიერ.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ გერმანიამ არ უნდა გაასამართლოს უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების აფეთქებაში არიან ეჭვმიტანილი.

„ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე ვლადიმირ ზ. ხორვატიაში გერმანიის მიერ გაცემული ევროპული ორდერის საფუძველზე დააკავეს. ამავე საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს, უკრაინის მოქალაქე სერჰი კ.-ს, რომელსაც ბრალად ედება ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და ორი რუსული გაზსადენის ოთხი მილიდან სამის აფეთქებაში მონაწილეობა, გერმანიაში ბრალი უკვე წაუყენეს. ის 2025 წლის აგვისტოში იტალიაში დააკავეს, ნოემბერში კი გერმანიას გადასცეს.

მსგავსი