მარია ზახაროვა - აშშ-მა დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს 
მარია ზახაროვა - აშშ-მა დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში მიმდინარე არეულობის ფონზე დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთს სურს, მოისმინოს ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნების კომენტარები აშშ-ში მიმდინარე არეულობებთან დაკავშირებით.

„იმ ბრალდებების, კრიტიკის, განცხადებების კასკადის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ მიზეზით თუ უმიზეზოდ მთელ რიგ ქვეყნებთან მიმართებაში, ისეთი სტრუქტურებისგან როგორიცაა ევროკავშირი, ნატო, „შვიდეული“, „პასე“, რომლებიც ყველაფერში ერევიან და მთელი რიგი სხვა სტრუქტურები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ფინანსდება ან შთაგონებულია ჩვენ ამერიკელი პარტნიორებისგან, ვისურვებდით, მოგვესმინა მათი დეტალური კომენტარი“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, ამ მომენტიდან აშშ კარგავს მორალურ უფლებას სხვა სახელმწიფოები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს.

„დღეისათვის ამის უფლება მათ აღარ აქვთ. ვფიქრობ, რომ მათ შემთხვევით არ დაუტოვებიათ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო“,- აღნიშნა ზახაროვამ.

დატოვე კომენტარი