მარია ზახაროვა - არ წყდება ნატო-სა და ევროკავშირის მცდელობები, ხელი შეუწყონ რეგიონის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაფუჭებას როგორც ერთმანეთთან, ისე მოსკოვთან
მარია ზახაროვა - არ წყდება ნატო-სა და ევროკავშირის მცდელობები, ხელი შეუწყონ რეგიონის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაფუჭებას როგორც ერთმანეთთან, ისე მოსკოვთან

სამხრეთ კავკასიაში, როგორც ჩანს, პრობლემები ნაკლებია, მაგრამ დასავლეთში ვის შეიძლება, აკმაყოფილებდეს ეს? ვის შეიძლება, მოეწონოს ეს დასავლეთში? – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, დასავლელები არ არიან კმაყოფილი ამ სახელმწიფოებსა და რუსეთს შორის თანაბარი, ურთიერთპატივისცემისა და რეგიონში გლობალური მშვიდობისკენ მიმართული კომუნიკაციის ფაქტით.

„ეს არის სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების ევროატლანტიკური გავლენის ზონაში შეყვანის მცდელობის კიდევ ერთი გამოვლინება… აქედან არ წყდება ნატო-ს და ევროკავშირის მცდელობები, ხელი შეუწყონ რეგიონის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაფუჭებას როგორც ერთმანეთთან, ისე მოსკოვთან და გაამწვავონ სიტუაცია ჩვენი სამხრეთ საზღვრების პერიმეტრზე. რა თქმა უნდა, არის მაქსიმალური ამოცანაც: კერძოდ, ამიერკავკასიაში მეორე ფრონტი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და, საერთოდ, რეგიონისთვის ხელახლა ცეცხლის წაკიდება“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.