მარია ზახაროვა - შეერთებულმა შტატებმა სომხეთი გეოპოლიტიკური ნულოვანი ჯამის თამაშების მსხვერპლად აირჩია
მარია ზახაროვა - შეერთებულმა შტატებმა სომხეთი გეოპოლიტიკური ნულოვანი ჯამის თამაშების მსხვერპლად აირჩია

შეერთებულმა შტატებმა სომხეთი გეოპოლიტიკური ნულოვანი ჯამის თამაშების მსხვერპლად აირჩია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ არ გვქონია ილუზია ვაშინგტონის რეალურ მიზნებზე პოსტსაბჭოთა სივრცეში და, განსაკუთრებით, სამხრეთ კავკასიაში. ამაზე არ გვილაპარაკია? აშშ-ის მიზანია, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს რუსეთის პოზიციას და მის კავშირებს თავის უახლოეს მოკავშირეებთან. და აქ აღარ აქვს მნიშვნელობა შედეგებს, მიზნებს, ამოცანებს, თანმდევ ხარჯებს. დაარტყი და გადააქციე ყველაფერი კიდევ ერთ ქაოსად. ფსონი არის დადებული რუსეთისგან სომხეთის საბოლოო განცალკევებაზე და დასავლეთისკენ სრულ რეორიენტაციაზე. ამას მე არ ვამბობ, რუსული მხარე კი არ ამბობს ამას, ამას აშშ-ში ამბობენ ისინი, ვინც სწორედ ამ პოლიტიკის იდეოლოგები და პრაქტიკული განმახორციელებლები არიან. ახლა ჩვენზე არ არის დამოკიდებული ერევანში თანამდებობის პირთა დარწმუნება, რომ ისინი დააყენეს ან უბიძგებენ ძალიან საშიშ გზაზე“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.