მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთს სურს, ნატო-მ უარყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებები
MOSCOW, RUSSIA - MARCH 29, 2022: Russian Foreign Ministry Spokeswoman Maria Zakharova during a press briefing on Russia's current foreign policy. Russian Foreign Ministry/TASS Ðîññèÿ. Ìîñêâà. Îôèöèàëüíûé ïðåäñòàâèòåëü ÌÈÄ Ðîññèè Ìàðèÿ Çàõàðîâà âî âðåìÿ áðèôèíãà ïî òåêóùèì âîïðîñàì âíåøíåé ïîëèòèêè. Ïðåññ-ñëóæáà ÌÈÄ ÐÔ/ÒÀÑÑ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთს სურს, ნატო-მ უარყოს 2008 წლის დაპირება, რომლის თანახმადაც, უკრაინა მომავალში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.
„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანებაზე უბრალოდ უარის თქმა რუსეთისთვის არ არის საკმარისი.
„ალიანსმა უნდა უარყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პრობლემა გააგრძელებს ევროპულ კონტინენტზე ატმოსფეროს მოწამვლას“, – აღნიშნა ზახაროვამ.
ცნობისთვის, რომ 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატომ განაცხადა, რომ როგორც უკრაინა, ისე საქართველო მომავალში გახდებიან ალიანსის წევრები.