მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ახალგორში რუსული სკოლა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აშენდა
მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ახალგორში რუსული სკოლა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აშენდა

მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ახალგორში რუსული სკოლა რუსეთის ფედერაციის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აშენდა.

„სამხერთ ოსეთში სოციალურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება რუსეთის ფედერაციის მასშტაბური დახმარების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც მიმართულია რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების უზრუნველყოფისკენ“, – განაცხადა ზახაროვამ.

ოკუპირებულ ახალგორში რუსული სკოლა 5 სექტემბერს გაიხსნა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ახალგორში რუსული სკოლის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სკოლის გახსნა, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება და გამოხატულება, რაც რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში ხორციელდება.