როლან გაროსის მესამე სათამაშო დღეს, კინაღამ მორიგი სენსაცია მოხდა ქალთა ტურნირზე. ორგზის ჩემპიონმა და ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ თითქმის წაგებული მატჩი გადაარჩინა ჰოლანდიელი რიჩელ ჰოგენკამპის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს 133-ე ნომერია.
შარაპოვამ ძალიან კარგად დაიწყო მატჩი და 6:1, 4:3 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ, ამის შემდეგ, ჰოლანდიელმა ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო, რითაც, მოიგო მეორე სეტი (6:4) და მესამეში 3:0 დაწინაურდა. რუსმა ჩოგბურთელმა შეაჩერა მეტოქის ბრწყინვალე სვლა და ზედიზედ ექვსი გეიმის აღების ხარჯზე მოიგო ორსაათიანი ორთაბრძოლა – 6:1, 4:6, 6:3.
მეორე წრეში შარაპოვა ხორვატ დონა ვეკიჩს შეხვდება.