მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ვიმედოვნებთ, რომ გახდება კანდიდატი ქვეყანა
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ვიმედოვნებთ, რომ გახდება კანდიდატი ქვეყანა

ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის. საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ვიმედოვნებთ, რომ ის ასევე გახდება კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირთან ევროსაბჭოს ურთიერთობა ურთიერთგაგების მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც 2007 წელს გაფორმდა.

„ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა ურთიერთგაგების მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც 2007 წელს გაფორმდა. ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. ევროსაბჭო გაიზარდა, მაგრამ ევროკავშირი კიდევ უფრო გაფართოვდა. ალბათ ჩვენ შეგვიძლია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურება. ჩვენ ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის. საქართველოს რამდენიმე პუნქტი აქვს შესასრულებელი და ვიმედოვნებთ, რომ ის ასევე გახდება კანდიდატი ქვეყანა. ამგვარად, დასავლეთ ბალკანეთის მიღმა რაოდენობა ფართოვდება იმ წევრების ხარჯზე, რომლებიც ევროპის სხვა ნაწილებში არიან. ასე რომ, ჩვენ გვაქვს, სტანდარტები, გზები და საშუალებები, რომლებიც ჩვენთვის სასარგებლო იქნება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობები სამომავლოდ უფრო ფართო და მნიშვნელოვანი გახდება“, – განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.