მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მოითხოვოს მოსაზრება ვენეციის კომისიისგან და დაიცვას მისი რეკომენდაციები
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მოითხოვოს მოსაზრება ვენეციის კომისიისგან და დაიცვას მისი რეკომენდაციები

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მოითხოვოს მოსაზრება ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისგან და დაიცვას მისი რეკომენდაციები, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაშია აღნიშნული.

„შეშფოთებით ვადევნებ თვალს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ჩვენს წევრ ქვეყანაში, საქართველოში, საქართველოს პარლამენტის მიერ 7 მარტს პირველი მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. აუცილებელია, ნებისმიერი ასეთი კანონმდებლობა შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს სტანდარტებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ. ამ მიზნით, ამ კანონმდებლობის განხილვა თუ გაგრძელდება, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მოითხოვოს მოსაზრება ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისგან და დაიცვას მისი რეკომენდაციები.

დინამიური და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი დემოკრატიის კარგი ფუნქციონირებისთვის. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს არსებითი და მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგი, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით“, – ნათქვამია მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.