მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ირაკლი ღარიბაშვილს რაჭაში სტიქიური უბედურების გამო უსამძიმრებს - ვაფასებთ მათ, ვინც უშიშრად იღწვის ადამიანების გადასარჩენად, ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ირაკლი ღარიბაშვილს რაჭაში სტიქიური უბედურების გამო უსამძიმრებს - ვაფასებთ მათ, ვინც უშიშრად იღწვის ადამიანების გადასარჩენად, ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო უსამძიმრებს.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვე შოვში დამანგრეველი მეწყრის შესახებ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ნება მომეცით, ევროპის საბჭოს სახელით მივუსამძიმრო მეწყრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს. დიდად ვაფასებთ მათ, ვინც უშიშრად იღწვის ადამიანების გადასარჩენად და დასახმარებლად. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი სამძიმრის წერილში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 17 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 18 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.