მარია ბურიჩი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა
მარია ბურიჩი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისში იმყოფებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდეს ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

საქართველოს 30-3 ივლისს ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.