მარგველაშვილმა და ნადირაძემ თელ-ავივის გრანდ სლემი გამარჯვებებით დაიწყეს [ვიდეო] #1TVSPORT
ისრაელის ქალაქ თელ-ავივში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. დღეს ტურნირზე სამი ქართველი ასპარეზობს, რომელთაგანაც პირველი გამარჯვებები უკვე მოიპოვეს ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა ნადირაძემ (ორივე 66კგ).
მარგველაშვილმა პირველ წრეში იტალიელ ფაბიო ბასილეს სძლია, ნადირაძემ კი გერმანელი მარტინ ზეტცი დაამარცხა.
დღეს გამომსვლელი მესამე ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ დაპირისპირებას რამდენიმე წუთში გამართავს.
შარშან თელ ავივის-გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიპოვეს: ჩემპიონები გახდნენ ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.