მარგველაშვილი იერუსალიმის მასტერსზე პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა, სარადალაშვილს და ლიპარტელიანს ჯერ არ უჭიდავიათ #1TVSPORT
ისრაელის დედაქალაქ იერუსალმში დღეს სტარტი აიღო წლის შემაჯამებელმა ტურნირმა ძიუდოში. სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაზე, მასტერსზე საქართველოს ნაკრები პირველ საშეჯიბრო დღეს სამი სპორტსმენით ასპარეზობს.
66 კგ წონით კატეგორიაში გამომსვლელი ვაჟა მარგველაშვილი პირველ ეტაპზე ფრანგ მაქსიმ გობერთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. გიორგი სარადალაშვილი (60კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) მასტერსზე პირველ შეხვედრებს რამდენიმე წუთში ჩაატარებენ.
შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე გაიმართება.