მარგარეტა სედერფელდი - ქართველმა ხალხმა, საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობით, დემოკრატიისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ გამოხატა
მარგარეტა სედერფელდი - ქართველმა ხალხმა, საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობით, დემოკრატიისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ გამოხატა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქართველმა ხალხმა, საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობით, კიდევ ერთხელ გამოხატა დემოკრატიისადმი ერთგულება, – ამის შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარგარეტა სედერფელდმა განაცხადა.

ამასთან, მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს უხეში რიტორიკის გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება.

„სამწუხაროა, რომ მეორე ტურის წინა კამპანიის დროს უხეში რიტორიკის მზარდმა გამოყენებამ ხელი შეუწყო საარჩევნო გარემოში დაძაბულობის გაძლიერებას“, – განაცხადა მარგარეტა სედერფელდმა დღეს მისიის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე.