მარეკ ჰამშიკი - კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა #1TVSPORT
მარეკ ჰამშიკი - კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა #1TVSPORT

„ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, – ამის შესახებ beinsports-თან ინტერვიუში კლუბის ლეგენდამ, მარეკ ჰამშიკმა ისაუბრა.

„ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც ბათუმის „დინამოდან“ იტალიაში ივლისში გადავიდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლუჩანო სპალეტის „ნაპოლის“ სეზონის შთამბეჭდავ სტარტში, რომელიც სერია A-ში უახლოეს კონკურენტს რვა ქულით უსწრებს.

ამ სეზონში არცერთ ფეხბურთელს არ მიუღია მონაწილეობა მეტი გოლის გატანაში, ვიდრე კვარაცხელიამ (11 – 6 გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა) და მას მხოლოდ თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი უთანაბრდება, რომელიც 9 გოლით იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

15-თამაშიანი დაუმარცხებელი სერიის შემდეგ, „ნაპოლის“ აღზევება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო იმის გათვალისწინებით, რომ წინა სეზონის შემდეგ სამი ძირითადი მოთამაშე წავიდა – კალიდუ კულიბალი გადავიდა „ჩელსიში“, ხოლო ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებიმა, დრის მერტენსიმა და ლორენცო ინსინიემ კლუბი თავისუფალი აგენტების სტატუსით დატოვეს.

მაგრამ ჰამშიკი – კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი ყველაზე მეტ მატჩით (520) – აღფრთოვანებულია იმით, რასაც აკეთებენ კვარაცხელია და ოსიმენი, ასევე მცველი კიმ მინ-ჯე“, – წერს გამოცემა, რომელიც მარეკ ჰამშიკის კომენტარს აქვეყნებს.

„წარმოუდგენელი ჩანდა „ნაპოლის“ ნახვა სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშის გარეშე. ყველას სჭირდება სიმბოლო, ვინც კლუბს წარმოადგენს. გულშემატკივრებისთვის სირცხვილი იყო, როდესაც ეს სამი ფეხბურთელი წავიდა. მაგრამ უნდა ვთქვა – კარგია, რომ „ნაპოლიმ“ აიყვანა შესანიშნავი მოთამაშეები, რომლებიც კარგ შედეგს იღებენ. კვარა წარმოუდგენლად მარტივად ახერხებს დრიბლინგს და ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“, – თქვა 35 წლის ფეხბურთელმა.

სლოვაკეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა 12 სეზონი გაატარა „ნაპოლიში“ და გახდა კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 121 გოლით, თუმცა შემდეგ მას მერტენსმა (148) და ინსინიემ (122) გაუსწრეს.