„მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების საკითხზე სტამბოლში მოლაპარაკებები მიმდინარეობს
„მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების საკითხზე სტამბოლში მოლაპარაკებები მიმდინარეობს

„მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების საკითხზე სტამბოლში მოლაპარაკებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუს აკარმა განაცხადა.

„დღეს თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების მოადგილეებისა და გაერო-ს ოფიციალური წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა სტამბოლში. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რათა უზრუნველვყოთ სტაბილურობის შენარჩუნება“, – განაცხადა ჰულუს აკარმა.

შეგახსენებთ, გასული წლის ივლისში თურქეთმა, რუსეთმა, უკრაინამ და გაერო-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტამბოლში მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან, რომელიც 2022 წლის თებერვალში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ იყო შეჩერებული.