მარცხის მიუხედავად, ავსტრიაში, გიორბელიძის თამაში კარგად შეაფასეს
მარცხის მიუხედავად, ავსტრიაში, გიორბელიძის თამაში კარგად შეაფასეს

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში „ვოლფსბერგერი“, სადაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ, „სვაროვსკი ტიროლს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა 1:4.

ავსტრიის ჩემპიონატში „ვოლფსბერგერის“ ძირითად შემადგენლობაში გურამ გიორბელიძე პირველად გამოჩნდა. გორის „დილადან“ ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ გადასულმა გური გიორბელიძემ 19 ივნისის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატის მატჩში „დინამო თბილისთან“ რომ დაშავდა, პირველი მატჩი ზაგრების „დინამოს“ წინააღმდეგ ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩაატარა.

ეს მისთვის მეორე მატჩი იყო, ამჯერად, სასტარტო თერთმეტეულში. მიუხედავად გუნდის დიდი ანგარიშით მარცხისა, გიორბელიძემ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა – 7.0 ქულა.

ევროპის ლიგაზე მოსკოვის ცსკა-სთან გამარჯვების შემდეგ ლუკა ლოჩოშვილი დაასვენეს და სტუმართა განაცხადში იყო, მოედანზე კი 46-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა, 84-ე წუთზე გააძევეს.