მარცხი ვერდასკოსთან - ბასილაშვილი სოფიას ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა #1TVSPORT
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ATP ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი მატჩი გამართა, სადაც მსოფლიოს 116-ე ჩოგანს, ესპანელ ფერნარდო ვერდასკოს დაუპირისპირდა და 0:2 (6:7, 5:7) დამარცხდა.
პირველი სეტი დაძაბულად წარიმართა – ბასილაშვილი 5:3-ს იგებდა, მაგრამ ვერდასკომ უკუბრეიკი შეასრულა, ტაი-ბრეიკში მოიგო და დაწინაურება მოახერხა. მეორე სეტი 38 წლის ესპანელის უპირატესობით მიდიოდა. ბასილაშვილმა გეიმი თავის ჩაწოდებაზე თავიდანვე დათმო, მაგრამ შეცდომა გამოასწორა და ბრეიკი შეასრულა. მიუხედავად ამისა, ვერდასკომ საბოლოო ჯამში, მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
ბასილაშვილი სოფიას ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა. ნიკოლოზს ბოლო 9 შეხვედრიდან 8 წაგებული აქვს.