მარცხი პირველ სპარინგში – „რუსთავი“ ახალი სეზონისთვის ემზადება #1TVSPORT

12:33, 01.02.2022

საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ ახალი სეზონისთვის მზადება არმაზ ჯელაძის ხელმძღვანელობით დაიწყო – გუნდი რუსთავში „ფოლადის“ სათადარიგო მოედანზე ვარჯიშობს.

მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში, „რუსთავმა“ ამხანაგური მატჩები დაგეგმა – ერთი უკვე გამართა და დამარცხდა. გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი სტუმრად თბილისის „სპაერთან“ ჩაატარა და 6:1 წააგო.

4 თებერვალს დაგეგმილია მეორე ამახანაგური შეხვედრა, სადაც ეროვნული ლიგის წარმოამდეგენელს, საფეხბურთო კლუბ „თელავს“ დაუპირისპირდება.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს ზურაბ ჭავჭანიძემ და ვასილ ქისიევმა, ასევე ერეკლე ჯიჯავაძემ, რომელიც ბათუმის „დინამოდან“ იჯარით თამაშობდა.

მსგავსი